ბათუმში რესტორნის დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების-მანქანა
სასწრაფო დახმარების-მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცს გულის დაავადება აწუხებდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბათუმში, იუსტიციის სახლთან ახლოს ხანშიშესული მამაკაცის ცხედარი გამვლელმა აღმოაჩინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მამაკაცი იუსტიციის სახლთან ახლოს რესტორნის დარაჯად მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება. ის გულით ავადმყოფობდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0