გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი გაქურდეს

გამოწერა
დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე, რომელიც გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, თავდასხმა განხორციელდა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

დანაშაული დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა იქნა გატანილი ბანკის ფილიალიდან.

სისხლის სამართლის საქმე „ქურდობის“ მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეკემბრის ბოლოს ამავე რაიონში „საქართველოს ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი გაქურდეს. მაშინ პოლიციამ საქმის გახსნა მეორე დღესვე მოახერხა, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნაქურდალი თანხის ნაწილი — 1 475 ევრო, 60 აშშ დოლარი და 640 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0