თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ფილიპინების სამხრეთით ორშაბათ საღამოს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS).
მიწისძვრა UTC-ს დროით 06:13 საათზე (თბილისის დროით 10:13 სთ) დაფიქსირდა. ეპიცენტრი ტაბიაუანის რეგიონიდან 199 კილომეტრში იყო.
ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.