ექსპერტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი გაურკვეველია

გამოწერა

თბილისის საერთაშორისო პრეს ცენტრში ბელორუსიის, საქართველოს და მოლდოვის ექსპერტებს შორის გაიმართა ვიდეოხიდი თმაზე "აქვს თუ არა მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობას?". იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ რა აზრი გამოთქვა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტოლოგმა.

ქართველმა ექსპერტმა და პოლიტოლოგმა, მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ აზრი გამოთქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით.

"ევროკავშირში მიმდინარე დინამიკის გათვალისწინებით, დღეს რთულია თქმა, თუ რა ფორმასა და შინაარსს მიიღებს მომავალში აღმოსავლეთ პარტნიორობა", — განაცხადა პეტრე მამრაძემ.

2009 წელს ბელორუსიამ, საქართველომ და მოლდოვამ, ასევე სომხეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ ევროკავშირთან პროექტ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შექმნას მოაწერეს ხელი. მისი მთავარი მიზნები იყო: დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმები, მმართველობის სისტემის სრულყოფა, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნა, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, ვიზალიბერალიზაცია და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერება.

2014 წლის ივნისში საქართველო და მოლდოვა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0