ანკარაში ანდრეი კარლოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა

გამოწერა

რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, სადაც ის 19 დეკემბერს ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

ანდრეი კარლოვისადმი მიძღვნილი კონცერტი და მემორიალური დაფის გახსნა გაიმართა ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ექსპოზიციურ დარბაზში, სადაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. ორშაბათს სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარბაზს რუსი დიპლომატის სახელი დაარქვეს.

ჩანქაის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ალფერ თაშდელენის თქმით, რუსი დიპლომატის მკვლელობამ რუს და თურქ ხალხში ღრმა მწუხარება გამოიწვია, ხოლო თავდასხმამ — ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა.

"ჩვენ ვგმობთ ტერორისტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ეროვნება და რელიგია. ამ დარბაზს ყოველთვის ემახსოვრება კარლოვი", — განაცხადა თაშდელენმა.

19 დეკემბერს ანკარაში თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. დიპლომატმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გარდაიცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს.

ყველა ახალი ამბავი
0