თბილისი, 9 იანვარი— Sputnik. ჟურნალ France Football-ის ვერსიით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 2016 წლის საფრანგეთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, იუწყება გამოცემა P-Sport-ი.
ზიდანი „რეალს“ სათავეში 2016 წლის იანვარში ჩაუდგა. მას მერე მადრიდელებმა 44 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, 55 შეხვედრა ჩაატარეს და მხოლოდ ორჯერ წააგეს. „რეალთან“ ერთად ზიდანმა ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
საფეხბურთო კარიერის დროს ზიდანი ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ არის აღიარებული (1998, 2000, 2003).
ფიფას ვერსიით, ზიდანი კლაუდიო რანიერისთან (იტალია, „ლესტერი“) და ფერნანდუ სანტუშთან (პორტუგალიის ნაკრები) ერთად 2016 წლის მამაკაცების ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე იბრძოლებს. ჯილდოს ლაურეატი ორშაბათს დასახელდება.