2009 წელს ბელარუსმა, საქართველომ და მოლდოვამ, ასევე სომხეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ ევროპის კავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის დამტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პროექტის ძირითადი გაცხადებული მიზნები იყო: დემოკრატია, მმართველობის სისტემის სრულყოფა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ევროკავშირის დარგობრივ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ეკონომიკური ინტეგრაცია და კონვერგენცია, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ჩათვლით, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ურთიერთობების განვითარება ადამიანებს შორის (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა).
2014 წლის ივნისში მოლდოვამ და საქართველომ ევროპის კავშირთან შემდგომი დაახლოების მიზნით ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მხარეებს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისა და უშიშროების განმტკიცების ფორმატს ქმნის.
თუ როგორ იმოქმედა აღნიშნულმა შეთანხმებებმა სამი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაზე, ამ ეტაპზე როგორ ვითარდება ამ ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, ევროკავშირის შიგნით არსებულმა ვითარებამ როგორ იმოქმედა ურთიერთობების განვითარებაზე — ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ:
თბილისში:
— პოლიტოლოგი, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.
მინსკში:
— პოლიტოლოგი, „საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრ „აქტუალური კონცეფციის“ დირექტორი ალექსანდრ შპაკოვსკი.
— საერთაშორისო უნივერსიტეტ МИТСО-ს (შრომითი და სოციალური ურთიერთობების საერთაშორისო ინსტიტუტი) ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიაჩესლავ იაროშევიჩი.
კიშინიოვში:
— მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი ნიკოლაი ცვიატკოვი.
— სტრატეგიული კვლევებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი გალინა შელარი.
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული. ბლოკი С
ტელ: 555 90 89 77