საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა ტერორიზმის საფრთხეებზე იმსჯელეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს და ისრაელის პრეზიდენტები
საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ისრაელთან თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაციები ვერასდროს გაიმარჯვებენ, განაცხადა თბილისში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა.

სატვირთო ავტომობილში მჯდომი უცნობი პირი 8 იანვარს იერუსალიმში სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, რა დროსაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა 15 ადამიანი. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს. 

შემთხვევა ისრაელში - Sputnik საქართველო
იერუსალიმში სატვირთომ ოთხი ადამიანი გაიტანა

„მე აქ ჩამოვედი იერუსალიმიდან… დღეს ეს არის ქალაქი, სადაც ჩვენ ვგლოვობთ ტერორიზმისა და სიძულვილის მსხვერპლთ, ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს“, — განაცხადა რივლინმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება და შეშფოთება გამოთქვა და დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება.

„ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უშიშროებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე. ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს, დარწმუნებულია მარგველაშვილი.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი პალესტინელი იყო. ისრაელის საინფორმაციო საშუალებები პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თავდამსხმელი წარსულში აღმოსავლეთ იერუსალიმის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს.

ყველა ახალი ამბავი
0