ნანა მიქავას წყლით ქარგვის საიდუმლო
ნანა მიქავას წყლით ქარგვის საიდუმლო
„თავიდან რთული გეჩვენება, მაგრამ მერე გიადვილდება. ცოტა მონაცემებიც უნდა გქონდეს, ალბათ, და მონდომებაც. უნდა გრძნობდე ფერებს, სული უნდა შთაბერო ნაქარგს, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს“, – აცხადებს ნანა მიქავა.
ნანა მიქავა თვითნასწავლი ხელოვანია. დამოუკიდებლად დაეუფლა ჯვრულ, ტრადიციულ ნაქარგობას, წყლით ქარგვას, გობელენს; ატლასითა და ლენტებით ქმნის უმშვენიერეს პეიზაჟებსა და ნატურმორტებს.