ლატვიაში საჯარო ადგილებში ჩადრებისა და ჰიჯაბების ტარება აიკრძალა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშილატვია, რიგა
ლატვია, რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ განიხილებოდა აკრძალვის ორი ვარიანტი: ნაწილობრივი და სრული. საბოლოოდ იუსტიციის სამინისტრომ სრულ აკრძალვას დაუჭირა მხარი.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ლატვიაში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ყველა საჯარო ადგილზე „სახის დამფარავი სამოსის“ ტარების თაობაზე აკრძალვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩს მიაჩნია, რომ ეს აუცილებლობით ნაკარნახევი ნაბიჯი იყო.

ნიკოლა სარკოზი - Sputnik საქართველო
სარკოზი საფრანგეთის მასშტაბით მუსლიმური ბურკინების აკრძალვას ხელახლა მოითხოვს

„აღნიშნული აკრძალვა აუცილებელია არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ ლატვიის კულტურული ფასეულობების დასაცავადაც“, — განაცხადა მან. 

აღსანიშნავია, რომ განიხილებოდა აკრძალვის ორი ვარიანტი: ნაწილობრივი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალავდა ჩადრებისა და ჰიჯაბების ტარებას, და სრული — ანუ აკრძალვა გავრცელდებოდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო ადგილზე.

ლატვიის იუსტიციის სამინისტრომ, განხილვების შემდეგ, სწორედ მეორე ვარიანტს დაუჭირა მხარი.

ყველა ახალი ამბავი
0