საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი ჩამოვიდა

© პრეზიდენტის ადმინისტრაციასაქართველოში ისრაელის პრეზიდენტი ჩამოვიდა
საქართველოში ისრაელის პრეზიდენტი ჩამოვიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში რუვენ რივლინი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. დღეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდნენ.

„ისრაელის პრეზიდენტი საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამობრძანდა. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნების ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ იგი ემთხვევა იმ საიუბილეო წელიწადს, როცა ორი ქვეყანა აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთოებების 25 წლის თავს. გარდა ამისა უაღესად მნიშვნელოვანია, რომ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში მთლიანად იქნას რეალიზებული“, — განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ისრაელის პრეზიდენტის შეხვედრები მის ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის სპიკერთან ირაკლი კობახიძესთან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0