ბაშარ ასადი მზადაა ასტანაში მოლაპარაკებებისთვის

გამოწერა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ასტანაში სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები 23 იანვარს დაიწყება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ადასტურებს, რომ მზადაა ასტანაში სირიის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости, სააგენტო SANA-ზე დაყრდნობით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ და განვაცხადეთ კიდეც, რომ ჩვენი დელეგაცია ამ კონფერენციაზე წასასვლელად მზადაა… როდესაც კონფერენციის თარიღი დადგინდება. ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე მოლაპარაკებებისთვის… ამაში შეზღუდვები არ არსებობს“, — თქვა ბაშარ ასადმა ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ და რესპუბლიკის მთავრობამ 29 დეკემბერს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 30 დეკემბრის 00:00 საათზე შევიდა. ზავის გარანტორებად რუსეთი და თურქეთი გამოდიან.

4 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ასტანაში სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები 23 იანვარს დაიწყება. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დაირღვევა.

ყველა ახალი ამბავი
0