10 იანვარი, სამშაბათი
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. იქროლებს 10–15 მ/წმ სიმძლავრის ქარი, ზოგან 17–22 მ/წმ.
ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა 1–6 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — პლუს 5–10 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 10–5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით — მინუს 4 პლიუს 1 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი ქარი. ბარში ღამით ტემპერატურა მინუს 2–3 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 7–12 გრადუსამდე გათბება.
მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია ყინვა —10–5 გრადუსი, დღისით კი — მინუს 4 პლიუს 1 გრადუსი.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით 1 გრადუსი ყინვა, დღისით კი—10 გრადუსი სითბო.
11 იანვარი, ოთხშაბათი
დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ბარში ჰაერის ტემპერატურა 0–5 გრადუსი იქნება, დღისით — პლუს 10–15 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 13–8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით —2 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მცირე ნალექია შესაძლებელი, დღისით უღრუბლო ამინდი იქნება. ღამით ბარში ტემპერატურა მინუს 3, ზოგან ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით პლუს 4–9 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა — 16-11 გრადუსი, დღისით კი — მინუს 6 პლიუს 2.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ღამით მინუს 3, დღისით 7 გრადუსი სითბო იქნება.
12 იანვარი, ხუთშაბათი
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში თოვლია მოსალოდნელი. ღამით ბარში ჰაერის ტემპერატურა 1–6 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — პლუს 10–15 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 12–7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით —2 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მცირე თოვლია შესაძლებელი, დღისით უნალექო ამინდი იქნება. ღამით ბარში ტემპერატურა მინუს 7–2, ხოლო დღისით პლუს 6–11 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა — 17–12 გრადუსი, დღისით კი — მინუს 3–2 გრადუსი.
თბილისში ისევ უნალექო ამინდია. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3 გრადუსი, დღისით კი 10 გრადუსი სითბო იქნება.