ლამის არ არსებობს პლანეტაზე ქვეყანა, სადაც მუსიკალური პროექტი The Voice არ გადის. კონკურსს უამრავი თაყვანისმცემელი და, რაღა თქმა უნდა, უამრავი მონაწილე ჰყავს. მათგან ბევრი საშუალო მონაცემებისაა, ბევრი კი ისეთია, რომ ოთხ თუ ხუთკაციანი, ძალზე კრიტიკულად განწყობილი და უმკაცრესი ჟიურის ფეხზე წამოგდებას სულ იოლად ახერხებს.
ქვემოთ გთავაზობთ 2016 წლის სხვადასხვა ქვეყნების The Voice-ის იმ კონკურსანტების გამოსვლების ნაკრებს, რომლებსაც შოკირებული ჟიური სრული შემადგენლობით შემოუბრუნდა.
ვიდეოში იხილავთ გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების კონკურსების არაჩვეულებრივი მონაწილეების გამოსვლებსა და მოხიბლული ჟიურის რეაქციებს.