ოთხი უცხოელი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველო-თურქეთს საზღვარი
საქართველო-თურქეთს საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებულებს ოთხიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ნიგერიის სამი და განას ერთი მოქალაქე საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდნენ, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0