საფრანგეთს კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთი, პარიზი
საფრანგეთი, პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილსა და 7 მაისს ორ ტურად ჩატარდება.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ყოფილმა ბანკირმა და მოძრაობა „გიყვარდეს საფრანგეთის“ დამფუძნებელმა ოლივიე რეჟიმ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყეnა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რადიო France Info-ზე დაყრდნობით.

რადიოს ინფორმაციით, 52 წლის რეჟიმ ფრანგული ქალაქების 597 მერისა და სხვა არჩევითი თანამდებობის პირების ხელმოწერა შეაგროვა. გარდა ამისა, კიდევ 150-მა გამოთქვა მისი მხარდაჭერის სურვილი. სულ აუცილებელია არანაკლებ 500 ხელმოწერისა.

რეჟი აცხადებს, რომ განზრახული წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულისთვის უკვე ათასამდე ჩინოვნიკის მხარდაჭერა ექნება გარანტირებული.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილსა და 7 მაისს ორ ტურად ჩატარდება. Harris Interactive-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ფრანსუა ფიიონი და მარი ლე პენი მეორე ტურში 26% და 24% გადავლენ — შესაბამისად, რის შემდეგაც ექს-პრემიერი დაამარცხებს ლე პენს 67%-ით 33%-ზე.

ყველა ახალი ამბავი
0