ნინო კუზანოვა: მიყვარს ის ქვეყანა, სადაც სასიამოვნო დრო მაქვს გატარებული
„ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ. არ მიყვარს სიურპრიზები, განსაკუთრებით, უცხო გარემოში, ამიტომ ვცდილობ, ისე დავგეგმო ყველაფერი, რომ მოულოდნელობების მსხვერპლი ნაკლებად ვიყო“, - ამბობს ნინო კუზანოვა.
ნინო კუზანოვა კარდიოლოგია. მან ტელეწამყვანის ამპლუაც არაჩვეულებრივად მოირგო და ტელეკომპანია „პირველის“ ეთერიდან მაყურებელს სამედიცინო თემების შესახებ აწვდის ინფორმაციას.