თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ქალაქ ქუთაისის მცხოვრებლებმა ქუჩაში ახალშობილი აღმოაჩინეს, რომელიც პოლიეთილენის პაკეტში იწვა და ტიროდა, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბავშვი ერთ-ერთმა ოჯახმა წაიყვანა სახლში. იგი დაბანეს, ჩააცვეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვილი გამოკვლევისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა. მიტოვებული პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაც გამოცხადდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.