ქართველი მოჰაჯირი შაჰინ ალთუნი
„რაც უფრო კარგები და კარგად იქნებიან ქართველები, მეც ის გამიხარდება“,- განაცხადა „Sputnik”-თან საუბარში შაჰინ ალთუნმა.
თურქეთში მცხოვრებ ქართველ შაჰინ ალთუნს ბავშვობა ქართულ სოფელში აქვს გატარებული. თავისი ქართული წარმომავლობის შესახებ მისი მშობლებისგან იცის. თუმცა, ქართულად კარგად არ საუბრობს, ერთი ქართული სიმღერა ბავშვობიდან მაინც ახსოვს.