სროლა ფლორიდის აეროპორტში: ხუთი დაღუპული და 45 დაშავებული

© Flickr / Thomas Hawkიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტ ფორტ-ლოდერდეილში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ფლორიდაში ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტმა, სადაც პარასკევს სროლა მოხდა, მუშაობა განაახლა, იტყობინება  საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აეროპორტის მიკრობლოგზე დაყრდნობით Twitter-ზე. 

ბარგის გაცემის კუთხიდან სროლების შედეგად აეროპორტში 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა. 

ოლქის შერიფის სამსახურის მონაცემებით, კიდევ 37 ადამიანი დაშავდა ინციდენტის შემდეგ. 

„სატვირთო ავიაგადაზიდვები და საერთო დანიშნულების რეისები (კერძო პატარა თვითმფრინავები, სამსახურებრივი თვითმფრინავები) ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში შუაღამისას კვლავ ამუშავდება“, — განაცხადეს აეროპორტის წარმომადგენლებმა. 

CNBC-ს ინფორმაციით, სროლა აეროპორტის ტერმინალში პარასკევს  13:00 საათზე (22:00 თბ.დრო) მოხდა. პოლიციამ ინციდენტის ადგილიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა. აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. 

სავარაუდოდ ცეცხლი ლათინოამერიკელმა ესტებან სანტიაგომ გახსნა. პოლიციამ იგი დააკავა. 

ფლორიდის შტატის სენატორის ბილ ნელსონის თქმით, სროლის მოტივი ტერორიზმი ან ფსიქიკური აშლილობა იყო. 

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი თვალყურს ადევნებს სიტუაციას ფლორიდაში და უკვე დაუკავშირდა შტატის გუბერნატორს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0