თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. 6 მეტრამდე სიმაღლის ნაფეხურები ეკუთვნის დინოზავრებს, რომლებიც დედმიწაზე სავარაუდოდ 145 მლნ წლის წინ სახლობდნენ. — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ ქვეყნის ცენტრალურ ტელევიზიაზე (CCTV) დაყრდნობით.
მეცნიერების აზრით, ნაფეხურები სავარაუდოდ ზაუროპოდების ოთხ სხვადასხვა არსებას ეკუთვნის. ისინი ოთხფეხიან ხვლიკისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან, რომლებიც მცენარეებით იკვებებოდნენ და ამ რაიონში იურული ხანიდან ბინადარობენ. იურული პერიოდი დედამიწაზე დაახლოებით 56 მილიონი წელი გრძელდებოდა და 145 წლის წინ დასრულდა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ იმ ჩინეთის ამ რაიონში, სადაც იურული პერიოდის დინოზავრების ნაფეხურები აღმოაჩინეს, მანამდე აღმოჩენილი ნაფეხურების მაქსიმალური ზომა 30 სანიმეტრი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებები, რომლებმაც კვალი დატოვეს შესაძლოა, 6 მეტრი სიმაღლის ყოფილიყვნენ.