ბახტურიძე: მოსახლეობა თამბაქოზე წელიწადში მილიარდამდე ლარს ხარჯავს

© FB/ George Bakhturidzeგიორგი ბახტურიძე
გიორგი ბახტურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამბაქოზე აქციზის გადასახადის 60 თეთრით მატება სიგარეტს დაახლოებით 70-80 თეთრით გააძვირებს, მიაჩნია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს.
ბახტურიძე: მოსახლეობა თამბაქოზე წელიწადში მილიარდამდე ლარს ხარჯავს

„საქართველოში პერიოდულად ტარდება მოწევის გავრცელების შესახებ კვლევები, რომლის მიხედვით შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თამბაქოს ნაწარმზე წელიწადში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს ხარჯავს. წელს კი დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარის გადაყრა მოუწევს“, — განაცხადა ბახტურიძემ.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი გახდა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე – 0,3 ლარით და 0,6 ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0