თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ „იალჩინის“ ბუღალტერს გვიან ღამით თავს დაესხნენ და გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოხდა.
შეიარაღებულმა პირებმა საწყობიდან გამოსული ბუღალტრის ავტომანქანა შეაჩერეს და ფული გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულია 150 ათასი ლარი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს სუპერმარკეტ „იალჩინზე“ ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა. 31 დეკემბერს თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ მამაკაცი იმ დროს შეიჭრა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სანტას ფორმაში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა იარაღის გამოყენებით მაღაზიის სალაროდან 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა.