თბილისი, 5 იანვარი— Sputnik. აშშ-ის ლუიზიანის შტატის ნაპირებთან, მექსიკის ყურეში ნავთობის პლატფორმაზე გაჩენილ ხანძარს შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა ებრძვის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ ABC-ზე დაყრდნობით.
ტელეარხის მონაცემებით, კუნძულ გრენდ-აილიდან 128 კილომეტრში მდებარე ნავთობის პლატფორმაზე ინციდენტი ხუთშაბათს, დაახლოებით 2:30 საათზე მოხდა (12:30 თბილისის დროით). ოთხი ადამიანი, რომლებიც აალების მომენტში პლატფორმაზე იმყოფებოდნენ, ევაკუირებულია. ხანძრის ჩაქრობაში ოთხი გემი მონაწილეობს.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის, მიმდინარეობს ხანძრის მიზეზების დადგენა.