დედოფალი ელისაბედ II კინაღამ საკუთარმა დაცვამ მოკლა

© REUTERSდედოფალი ელიზავეტა II
დედოფალი ელიზავეტა II - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდის მოხდა ეს ინციდენტი, ამის შესახებ გაზეთი არაფერს წერს.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. დედოფალი ელისაბედ II კინაღამ საკუთარი დაცვის ტყვიას ემსხვერპლა, როდესაც, უძილობით გაწამებული, ღამის სამ საათზე ბუკინგემის სასახლეში დასეირნობდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" გაზეთ „ინდეფენდენტზე“ დაყრდნობით.

ეს ინფორმაცია „ინდეფენდენტს“ თავად ინციდენტის მონაწილე ყოფილმა მცველმა გაუზიარა, რომელსაც, თურმე, სასახლის შიდა ტერიტორიაზე მორიგეობისას სიბნელეში ვიღაცის ფიგურა შეუნიშნავს და დაუყვირია მისთვის.

„ფიგურა“ დედოფალი ელისაბედი გამომდგარა. „თქვენო უდიდებულესობავ, კინაღამ გესროლეთ!“ — უთქვამს მას მონარქისთვის.

ამაზე დედოფალს თავის მხრივ უპასუხია:

„ყველაფერი რიგზეა. სხვა დროს წინასწარ დაგირეკავთ და გაგაფრთხილებთ, რათა ჩემთვის სროლა აღარ მოგიწიოთ“.

როდის მოხდა ეს ინციდენტი, ამის შესახებ გაზეთი არაფერს წერს. უბრალოდ აღნიშნავს, რომ დედოფალს მხრებზე პალტო ჰქონია მოგდებული. როგორც ჩანს, მცირე გასეირნებას აპირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0