თურქეთის ქალაქ იზმირში სასამართლოსთან აფეთქება მოხდა: დაღუპულია ორი ადამიანი

© REUTERS / Osman Orsalპოლიციელი სტამბულში ღამის კლუბზე თავდასხმის შემდეგ
პოლიციელი სტამბულში ღამის კლუბზე თავდასხმის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება სასამართლოს შენობასთან მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, ათი – დაშავდა. პოლიციამ ორი სავარაუდო ტერორისტი მოკლა.

თბილისი, 5 იანვარი —Sputnik. თურქეთის დასავლეთში, ქალაქ იზმირში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Anadolu.

მანამდე იუწყებოდნენ ქალაქ იზმირში სროლისა და აფეთქების შესახებ სასამართლოს შენობასთან, რომლის სიახლოვეს ავტომობილი იწვოდა.

 

სააგენტოს მონაცემებით, აფეთქებამ პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი იმსხვერპლა.

სასამართლოს შენობასთან აფეთქების შემდეგ ორ თავდამსხმელსა და პოლიციელებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, შედეგად თავდამსხმელები მოკლეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

თურქეთის უმაღლესმა საბჭომ რადიოსა და ტელევიზიის საკითხებში მოვლენების გაშუქება დროებით აკრძალა, იუწყება სააგენტო. 

ყველა ახალი ამბავი
0