საპატრიარქომ საშობაო ალილოს ჩასატარებლად 30,7 ათასი ლარი მიიღო

ალილოობა თბილისში
ალილოობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშობაო ალილოობის ისტორია, რომელიც ქრისტეშობის დღეს ტარდება, 15 საუკუნეს ითვლის.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოს საშობაო ალილოს ჩასატარებლად 30,7 ათასი ლარი გამოუყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“.

„თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, წინა წლების მსგავსად, საშობაო ალილოობაზე თანხების გამოყოფის შესახებ ბრძანება გამოსცა. 2017 წელს ამისათვის 30,7 ათასი ლარი გამოიყო“, — განაცხადა დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მოალილოვეთა შორის არიან წითელჯვრიანი თეთრი პერანგებით შემოსილი სტიქაროსნები და ეკლესიის მსახურები, რომლებსაც ხატები, ხორუგვები და ჩირაღდნები დააქვთ და საალილოო სიმღერას მღერიან. მათ წინ მიუძღვით ხარებშებმული ურემი, რომელზეც კალათები ალაგია შეჭირვებულთა და ობოლთა დასახმარებლად გაღებული ტკბილეულის, ხილისა თუ სათამაშოების ჩასალაგებლად. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ალილოზე მოსიარულეთა ჯგუფს. ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა.

საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა
საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა - Sputnik საქართველო
საშობაო მსვლელობა თბილისში — ალილოობა

შობის ღამეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს საქართველოში უფლის სახელზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი აერთიანებს. რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული ეს ტრადიცია ჩვენი პატრიარქის სურვილი და მოწოდება იყო. ერთი ლოცვით ანთებული ქართველები, სულისა და სამყაროს გადარჩენას ღმერთს ავედრებენ და ეს ლოცვა და ნატვრა მათ განუზომელ ძლიერებას სძენთ.

ყველა ახალი ამბავი
0