თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ბრუკლინში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაშავდა, იუწყება ნიუ-იორკის სახანძრო სამსახური Twitter-ის მიკრობლოგში.
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ლონგ–აილენდის რკინიგზაზე მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად დაშავებულია 37 ადამიანი. სიცოცხლისათვის საფრთხეს არც ერთი ტრავმა არ წარმოადგენს“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости განცხადებას.
პორტალ BNO News-ს მონაცემებით, ინციდენტი დილის პიკის საათში მოხდა — დაახლოებით 8:30 საათზე (თბილისის დროით 17:30).