საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი დადო

© FB/Mate Tsintsadzeმათე ცინცაძე
მათე ცინცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ შჩეცინის კლუბ „პოგონთან“ მათე ცინცაძის ხელშეკრულების ვადა 3.5 წელიწადს ითვალისწინებს.

თბილისი, 4 იანვარი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი მათე ცინცაძე თბილისის „დინამოდან“ პოლონურ კლუბ „პოგონში“ გადავიდა, იუწყება გუნდის ოფიციალური საიტი.

ქალაქ შჩეცინის კლუბთან მათე ცინცაძის ხელშეკრულების ვადა 3.5 წელიწადს ითვალისწინებს. პორტალ transfermarkt.com-ის მონაცემებით, გარიგების თანხამ 450 ათასი ევრო შეადგინა.

პოლონეთის ჩემპიონატში XX-ე ტურის შემდეგ „პოგონს“ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.

21 წლის ცინცაძემ პროფესიული კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, შემდეგ ნახევარი წლით ქუთაისის „ტორპედოში“ გადაინაცვლა. 2014 წლის იანვარში ნახევარმცველი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცინცაძემ ორი მატჩი ითამაშა. 2015 წლის სექტემბერში EURO-2016-ის ირლანდიასთან შესარჩევი თამაშის დროს მისი დებიუტი შედგა (0:1), ორი თვის მერე კი ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (0:3) მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0