კორცხელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
გარდაცვლილ მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სამეგრელოში, სოფელ კორცხელში 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მამაკაცის ცხედარი წყლით სავსე ორმოში აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0