5 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:
„მონსტრი სატვირთოები“ (Monster Trucks) —კრის უეჯის ამერიკული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი. მთავარი გმირი ტრიპი მოსაწყენი მშობლიური ქალაქიდან გაქცევაზე ოცნებობს და ამიტომ ძველი ავტომობილების ნაწილებისგან მონსტრი-სატვირთოს აწყობს აპირებს. მაგრამ როდესაც საბურღ კოშკურაზე მომხდარი ინციდენტის გამო მიწიდან საოცარი არსება გათავისუფლდება, ტრიპს საუკეთესო შანსი ეძლევა არა მარტო იმისთვის, რომ რეალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, არამედ შეიძინოს საუკეთესო მეგობარიც. ფილმში როლებს ასრულებენ ლუკას ილი, ჯეინ ლევი და ტომას ლენონი.
„ანას ცხოვრება“ — ქართველი რეჟისორის, ნინო ბასილიას ფილმი. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის, ანას ცხოვრებაზე, რომელსაც აუტისტი შვილი ჰყავს და რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით ამერიკაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს. თუმცა, ამერიკის საელჩო მას ვიზას არ მისცემს, შემოვლითი გზებით აშშ–ში მოხვედრისთვის კი ძალიან ბევრ ფულს სთხოვენ. ამიტომ ახალგაზრდა ქალი უდიდეს რისკზე მიდის — ყიდის სახლს, ხოლო აღებულ თანხას უცნობ მამაკაცს აძლევს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზის აღებას ჰპირდება. მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ფილმში „ანას ცხოვრება“ მთავარ როლს ქართველი მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.
„2+1“ (Demain tout commence) — რეჟისორ ჰუგო ჟელენის ოჯახური კომედიური მელოდრამა. მთავარ როლში ომარ სი. ახალგაზრდა უდარდელი მთავარი გმირის ცხოვრება მსუბუქი და უზრუნველი იყო მანამ, სანამ ერთ-ერთმა მისმა ყოფილმა სატრფომ, ლონდონელმა კრისტინამ ჩვილი ბავშვი არ მოუგდო. თანაც ვაი-დედიკომ მიანიშნა, რომ ბავშვი მისგან ჰყავს და მრავალი წლით გაქრა. მამაკაცი მიდის პატარა გლორიას დედის საძებნელად, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდება…
გასულ კვირაში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა:
• რეჟისორ ალექსეი ციცილინის საახალწლო ანიმაციური სურათი „თოვლის დედოფალი 3: ცეცხლი და ყინული“;
• რეჟისორ მორტენ ტილდუმის ფანტასტიკური მელოდრამა „მგზავრები“ კრის პრეტით და ჯენიფერ ლოურენსით მთავარ როლებში;
• რეჟისორ მარკ უოტერსის კრიმინალური კომედია „ცუსი სანტა“ ბილი ბობ ტორნტონით მთავარ როლში.
ასევე თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გადის:
• რეჟისორ ჯასტინ კურზელის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ბოევიკი „მკვლელის კრედო“ (Assassin's Creed);
• კომედია „საახალწლო კორპორატივი“ (+18).
მულტფილმები:
• „ოზი: ძაღლების დიდი გაქცევა (Ozzy) — ალბერტო როდრიგესისა და ნაჩო ლა კაზას სათავგადასავლო მულტფილმი:
• ანიმაციური სურათი „მოანა“.
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!