აღმოსავლეთ ალეპოს მცხოვრებლები საკუთარ სახლებს აღადგენენ და სხვადასხვა საქონლის წარმოებას დაიწყებენ, რაც მათ საომარი მოქმედებების დროს შეწყვიტეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ უბრუნდება სიცოცხლე ბოევიკებისგან გათავისუფლებულ ქალაქს.
ალეპოს მცხოვრებლები ქალაქში სახელოსნოებსა და პატარა ფაბრიკებს ხსნიან ბოევიკებისგან გათავისუფლებულ კვარტლებში. ეს ყველაფერი დაიწყო სირიის პრემიერ-მინისტრის იმად ხამისის განცხადების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა ახლა ქალაქის საწარმოო პოტენციალის აღდგენაა და მთავრობა ნორმალური ცხოვრების გეგმას შეიმუშავებს.
მანამდე სირიის მთავრობის მეთაური და რამდენიმე სხვა მინისტრი ალეპოს ეწვივნენ და ქალაქის ზარალი შეაფასეს.
შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში 2011 წლის მარტიდან გრძელდება. სახელმწიფო ჯარებს წინააღმდეგობას უწევენ სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების ბოევიკები. რუსეთმა 2015 წლის 30 სექტემბრიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თხოვნით სირიისთვის სამხედრო დახმარების გაწევა დაიწყო, დაიწყო ტერორისტების ობიექტებზე ავიადარტყმების განხორციელება. 2016 წლის 22 დეკემბრიდან სახელმწიფო ჯარებმა ალეპოზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.