რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ახალი ხიდი აშენდება

© photo: courtesy of Georgian Road Departmentახალი ხიდის მშენებლობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 113-ე კილომეტრზე
ახალი ხიდის მშენებლობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 113-ე კილომეტრზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შენდება ახალი ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით, ასევე სატრანზიტო გადაზიდვებს.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მდებარე მშრალ ხევზე ახალი ხიდი აშენდება, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დასრულდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ახალი ხიდი გახდება ალტერნატივა სოფელ კობთან 80-იან წლებში აშენებული ხიდისა, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.

„განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროექტის ღირებულება 4,55 მილიონი ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0