თბილისის ქუჩებში გამვლელებს მოცეკვავე სანტა ართობდა

გამოწერა
НовостиTelegram

ახალი წლის დღეებში თბილისში სანტა ცეკვით შოულობდა ფულს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ართობდა ცეკვით სანტა–კლაუსის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი გამვლელებს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე.

საქართველოს დედაქალაქი ახალი წლის დღეებში საახალწლო განათებებით ირთვება, რაც ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის.

ათობით არტისტი და მუსიკოსი და, უბრალოდ, ხალხი, ვისაც ახალი წლის დღეებში ფულის შოვნა უნდა, ქუჩებში გამოდიან და გამვლელებს ართობენ სანტა–კლაუსისა და სხვადასხვა მულტფილმებისა თუ კომიქსების გმირების ფორმაში გადაცმულები.

„Sputnik–საქართველომ“ თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე თქვენთვის პატარა ვიდეორგოლი გადაიღო.

ყველა ახალი ამბავი
0