ვარკეთილში აფთიაქი გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფთიაქიდან გატაცებული თანხის ოდენობა უცნობია.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ვარკეთილში ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ფილიალი გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული აფთიაქიდან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0