პოლიციამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის კადრები გამოაქვეყნა

გამოწერა

თურქეთის პოლიციამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის სელფი-ვიდეო გამოაქვეყნა. ღამის კლუბზე Reina შეიარაღებული თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შემთხვევას შეეწირა 39 ადამიანი.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ტერორისტის ვინაობის დადგენა, რომელიც სტამბულში ახალი წლის ღამეს კლუბს დაესხა თავს.

როგორც თურქული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ტერორისტი უზბეკეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ღამის კლუბის რაიონში არსებული ვიდეო კონტროლის ჩანაწერები შეისწავლა. ფოტოებზე გარკვევით ჩანს ტერორისტის სახის ნაკვთები.

პოლიციამ ასევე გამოაქვეყნა სავარაუდო დამნაშავის სელფი ვიდეოს კადრები, რომელზეც ის ქალაქში გადაადგილდება და საკუთარ თავს იღებს.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ტერორისტმა ღამის კლუბის წინ მცველი პოლიციელი მოკლა, შევიდა შენობაში, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იყო და მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი, 69 დაშავდა, თავდამსხმელის ძებნა გრძელდება. სააგენტო "როიტერის" მონაცემებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო". ამ დროისათვის ტერორისტის ვინაობის დადგენაზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0