თურქეთის პრემიერმა აშშ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა

© REUTERS / UMIT BEKTASთურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბინალი ილდირიმის თქმით, თურქი ხალხი ელოდება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაასრულებს ამ სამარცხვინო ქმედებას.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აშშ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ამ მხარდაჭერის შეწყვეტას ელის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

დეკემბრის ბოლოს თურქულმა სააგენტო Anadolu-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს აშშ-მა კიდევ მეტად გაააქტიურა სირიაში მოქმედი უმსხვილესი ქურთული პარტიის, „დემოკრატიული კავშირის პარტიის“ შეიარაღება, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად და თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირედ მიიჩნევს.  

„თურქი ხალხი ელოდება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაასრულებს ამ სამარცხვინო ქმედებას და გადაწყვეტს ვის მხარეს რჩება — მოკავშირე თურქეთისა თუ ტერორისტული „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“, — ციტირებს გამოცემა Daily Sabah პრემიერ ილდირიმის სიტყვებს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 2016 წლის აგვისტოში სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე „ისლამური სახელმწიფოს“ 1200 ბოევიკია ლიკვიდირებული.

ყველა ახალი ამბავი
0