ანანიძის ორი გოლი „სპარტაკის" საუკეთესო გოლების ათეულშია

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიჯანო ანანიძე
ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისა და „სპარტაკის" ნახევარმცველმა „არსენალისა" და „ორენბურგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩებში თავი გამოიჩინა.

თბილისი, 3 იანვარი— Sputnik. მოსკოვის „სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის მიერ გატანილი ორი გოლი, დედაქალაქის კლუბის 2016 წლის საუკეთესო გოლების ათეულში მოხვდა, იუწყება „სპარტაკის" ოფიციალური ვებგვერდი.

2016 წლის საუკეთესო გოლისთვის ხმის მიცემა ყველა მსურველს შეუძლია.

ათეულში მოხვედრილი პირველი გოლი, ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩის „არსენალის" წინააღმდეგ გაიტანა. ქვინსი პრომესის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ანანიძემ მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა.

თამაში მოსკოველების სასარგებლოდ ანგარიშით 4:0 დამთავრდა, ანანიძემ კი დუბლი გააფორმა.

მეორე გოლი ანანიძემ 16 სექტემბერს რუსეთის პირველი ლიგის მეშვიდე ტურში „ორენბურგის" წინააღმდეგ გასვლითი თამაშისას გაიტანა. ქართველის ასისტენტად ისევ ქვინსი პრომესი გამოვიდა. ჰოლანდიელმა ბურთი საჯარიმოს გარეთ ჩაკიდა, ანანიძემ კი ერთი შეხებით დაარტყა, და ანგარიში „სპარტაკის" სასარგებლოდ 3:1 გახდა.

სულ, რუსეთის პირველი ლიგის ამ სეზონზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „სპარტაკის" შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ოთხი გოლი გაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0