სალომე ბაკურაძე: გული მწყდება ახალ წელს ჩემს შვილთან ერთად რომ ვერ შევხვდი

© FB/ Salo Bakuradzeსალომე ბაკურაძე
სალომე ბაკურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომემ „Sputnik საქართველოსთან“ ისაუბრა, თუ როგორ უყვარს მას ახალი წელი და როგორ ემზადება დღესასწაულისთვის.
სალომე ბაკურაძე: გული მწყდება ჩემს შვილთან ერთად ვერ შევხვდები პირველ ახალ წელს

„წელს განსაკუთრებულად მოვემზადეთ ახალი წლისთვის, რადგან ეს ჩემი შვილის პირველი ახალი წელია. ელფის ფორმაც ვუყიდეთ. მინდა პირველი ახალი წლის ნათელი ფერები მის ცნობიერებაში ლამაზად დარჩეს“, — განაცხადა სალომემ.

წლევანდელი ახალი წელი სალომე ბაკურაძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან იგი  დედის ამპლუაში პირველად ხვდება დღესასწაულს. როგორც თვითონ განაცხადა წელს განწყობაც ამაღლებული და განსაკუთრებული აქვს, თუმცა გული წყდება, რომ ღამის 12:00 საათზე  შვილთან ერთად ყოფნა ვერ მოახერხა.

სალომე ბაკურაძე ძალიან მხიარული, პოზიტიური მომღერალია, რომელმაც არაჩვეულებრივი სიმღერებით შეაყვარა თავი ქართველ მსმენელს.

ყველა ახალი ამბავი
0