თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მთავარი საახალწლო სურვილი, რომელიც Sputnik-საქართველოს მკითხველებმა ჩაიფიქრეს, მათ 50%-ს აუსრულდა, ამაზე მეტყველებს სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები.
შეკითხვაზე „აგისრულდათ თუ არა ამ წლის მთავარი საახალწლო სურვილი?“ დადებითი პასუხი გამოკითხულთა ნახევარმა გასცა, უარყოფითი კი — 8,3%-მა.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპონდენტთა 25%-ს არ სჯერა მსგავსი რამეებისა.
რაც შეეხება პასუხს „არ მახსოვს, რა ჩავიფიქრე“, ასე)%-მა უპასუხა.
Sputnik-საქართველომ ქვეყანაში მუშაობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე, რადიორესურსსა და მაღალტექნოლოგიურ მულტიმედიურ პრესცენტრს.
Sputnik-საქართველო არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.
Sputnik მოიცავს ვებგვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალ ამბების ზოლი ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.