თბილისი ახალ წელს სადღესასწაულო კონცერტით შეხვდა

გამოწერა

რუსთაველის გამზირზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა. „Sputnik საქართველო“ სადღესასწაულო კონცერტის ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

გრანდიოზული კონცერტი „ვარდების მოედანზე“ გაიმართა. საგანგებოდ დამონტაჟებულ სცენასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. კონცერტი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაკეტილი იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წესრიგს პოლიცია იცავდა.

კონცერტის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, რომელსაც ქართული ტელეარხები პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ, რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0