შს მინისტრმა ხევსურეთში მესაზღვრეებს ახალი წელი მიულოცა

© МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრმა საჩუქრები ხევსურეთში, სოფელ შატილში, ადგილობრივ მოსახლეობასაც გადასცა. ჭინჭარაულების ოჯახს კი გიორგი მღებრიშვილი შინ ესტუმრა - 69 წლის მარო ჭინჭარაულსა და 80 წლის ზვიად ჭინჭარაულს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი მიართვა.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხევსურეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამმართველოს ხუთივე სასაზღვრო სექტორს ეწვია და  მესაზღვრეებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ქვეყანა საზღვრით იწყება და შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მაქსიმალურად დაცული საზღვარი, თანამედროვე და მოდერნიზებული სასაზღვრო პოლიცია, ხოლო ყველა მესაზღვრეს — სათანადო პირობები ქვეყნის სამსახურში თავისი პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესასრულებლად,“- განაცხადა მესაზღვრეებთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა საჩუქრები ხევსურეთში, სოფელ შატილში, ადგილობრივ მოსახლეობასაც გადასცა. ჭინჭარაულების ოჯახს კი გიორგი მღებრიშვილი შინ ესტუმრა — 69 წლის მარო ჭინჭარაულსა და 80 წლის ზვიად ჭინჭარაულს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი მიართვა.

ყველა ახალი ამბავი
0