ქეთი დავლიანიძის კერამიკაზე გაცოცხლებული ფერწერული ნამუშევრები

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძე და მისი ნამუშევარი ტილოზე
ქეთი დავლიანიძე და მისი ნამუშევარი ტილოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი დავლიანიძე მხატვარია. მას არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონია და მრავალ ჯგუფურ გამოფენაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. სიახლეების ძიების მუდმივმა პროცესმა იგი თიხასთან მიიყვანა. მას უმშვენიერესი, დახვეწილი ნახატები ახლა თიხაზე გადააქვს.

ქეთი დავლიანიძის ნამუშევრები დაცულია თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში და ასევე კერძო კოლექციებში რუსეთში, ესპანეთში, გერმანიაში და აშშ-ში. სიახლეების ძიების მუდმივმა პროცესმა იგი თიხასთან მიიყვანა. მას უმშვენიერესი, დახვეწილი ნახატები ახლა თიხაზე გადააქვს. სულ ახლახან ქეთიმ ახალი ექსპერიმენტული სერია შექმნა, რომელიც მოხატულ ჭურჭელსა და ფილებს აერთიანებს.

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე

—  მხატვარი ვარ. ვმუშაობ ფერწერაში და გრაფიკაში. ისევე, როგორც ყველა ბავშვს, მიტაცებდა ხატვა. ეს გატაცება შემდეგ პროფესიად მექცა.  თბილისში კერამიკის  ბევრი სახელოსნოა. ერთ–ერთი არის სახელოსნო ტერაკოტა, სადაც კეთდება კერამიკული ჭურჭელი. ძალიან საინტერესო პროცესია თიხასთან მუშაობა. თიხა ბუნებრივი მასალაა და შეგიძლია მოესიყვარულო, შეიგრძნო. თიხა არსებობს თეთრი, წითელი. სპეციალურ ღუმელში 1300 გრადუსზე  ხდება მისი გამოწვა, რომ მიიღოს სასურველი ფორმა. მის გამოწვას დაახლოებით 10 საათი სჭირდება. ბოლოს სპეციალური საღებავით იხატება. პრიალა ზედაპირი რომ ჰქონდეს, ამისთვის სპეციალური ჭიქური მასალა არსებობს, რომლითაც ხდება მოჭიქურება და გამოდის ასეთი პრიალა და ლამაზი ზედაპირი. მთავარია, პროცესი წარიმართოს სწორად, რომ არ დაზიანდეს ჭურჭელი, არ გატყდეს გამოწვის დროს.

საქართველოში ყოველთვის იყო კერამიკის კულტურა. ეს კულტურა დღესაც გრძელდება. მე მხოლოდ ის გავაკეთე, რომ მოცემულ ფორმებზე სასურველი ნახატები გადავიტანე.

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე

–    დიდი დრო სჭირდება კერამიკაზე მუშაობას?

—  ხანგრძლივი სამუშაოა. ეს არის გამოყენებითი ხელოვნება. დიდი დრო და ბევრი შრომა სჭირდება. გამოვიდა კოლექცია, რომელიც საახალწლო გამოფენა–გაყიდვაზე  გაიტანეს ჩემმა მეგობრებმა.  თითქმის ყველა ნამუშევარი გაიყიდა, მერე მოსკოვიდანაც მომწერეს, ძალიან მოეწონათ და იქაც გავაგზავნე ჩემი ნამუშევრები.

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე

–    რომელი საღებავებით იხატება კერამიკაზე?

— თიხის ზედაპირზე სახატავი სპეციალური, პროფესიული საღებავია, რომელსაც ჰქვია ანგობა. ნამუშევრები დავყავით საახალწლო, საბავშვო თემატიკად. ძალიან ორიგინალური და განსხვავებული ნამუშევრები იყო. გავაკეთეთ შავ-თეთრი გრაფიკული სერია, ასევე დეკორატიული საკიდები. მე ძირითადად თემატური კომპოზიციები მაქვს და იგივე გადმოვიტანე  კერამიკაშიც.

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე

- რამდენად აისახება თქვენი ხასიათი ნამუშევრებში, ნახატებში?

— ყოფილა შემთხვევა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვყოფილვარ, მაგრამ დამიხატავს ჭრელ ფერებში, ძალიან მხიარული ნახატები. შეიძლება ძალიან კარგ და მხიარულ განწყობაზე ვიყო, მაგრამ სევდიანი ნახატი დავხატო.

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი ტილოზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი ტილოზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი ტილოზე

– შთაგონების წყარო გჭირდებათ, თუ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ ხატვა?

—  კი, ნებისმიერ დროს შემიძლია დავხატო, მაგრამ არის პერიოდები, როცა არაფრის დახატვა არ გინდა, მხოლოდ კითხულობ, ან მეგობრებთან ერთად გინდა დროის გატარება. ჩემს შემთხვევაში, რადგან ეს ჰობი არ არის და პროფესიაა, მოითხოვს მუდმივ მუშაობას. ვერ დაელოდები შთაგონების წყაროს ან მუზას. 

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი ტილოზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი ტილოზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი ტილოზე

–    რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?

—  ძალიან მიყვარს სიახლეები. კერამიკაზე მუშაობა იყო ექსპერიმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული იყო, შეიძლება არასდროს აღარ გავიმეორო. ცხოვრება იცვლება, მეც ვიცვლები და წინ ახალი, საინტერესო ამბები მელოდება.

© FB/ Keti Davlianidzeქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე - Sputnik საქართველო
ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი კერამიკაზე

 

ყველა ახალი ამბავი
0