2016 წლის კეთილი ისტორიები, რომლებიც გვსურს დაგვებედოს

CC BY 2.0 / zaimoku_woodpile / christmas tree ornamentნაძვის ხის მოსართავი ანგელოზი
ნაძვის ხის მოსართავი ანგელოზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არახალია, რომ ნებისმიერი ადამიანის გულში გამუდმებით ღვივის იმედი, რომ ახალი წელი გასულზე ბევრად უკეთესი იქნება. თუმცა წარსულს რომ გადახედავს, აღმოაჩენს, რომ თურმე „ამ საშინელ წელს“ მაინც მომხდარა ბევრი ისეთი რამ, რაც გულს აჩქროლებს და სითბოთი ავსებს.

ქვემოთ ორიოდე გულისამაჩუყებელ ისტორიას გიამბობთ, რომლებიც 2016 წელს მოხდა, მაგრამ გვსურს, რომ ასეთი ამბები გამუდმებით მეორდებოდეს მომავალშიც.

იაპონელმა ცოლ-ქმარმა კუროკებმა ერთად 30 წელი გაატარეს. მთელი ცხოვრება იშრომეს, ორი შვილი გაზარდეს, როგორც იტყვიან, გზაზე დააყენეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ დადგა დრო პენსიაზე გასვლისა და ოცნებების ასრულებისა — მოგზაურობა სურდათ…

მაგრამ ოცნებას ასრულება არ ეწერა. ცოლმა მოულოდნელად მხედველობა დაკარგა და სამუდამოდ სახლს მიეჯაჭვა.

ქმარმა ცოლის გასამხნევებლად ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ… სახლის გარშემო უზარმაზარი ყვავილოვანი მდელო-ფარდაგი „მოქსოვა“ და მეუღლეს აჩუქა — ყვავილების აღსაქმელად ხომ მათი დანახვა სულაც არ არის აუცილებელი, საკმარისია სურნელის შეგრძნება.

ახლა ამ სურნელოვანი მდელოს სანახავად ათასობით ადამიანი მიდის, თავად ცოლ-ქმარი კუროკები კი ეზოში სხედან და ღიმილით ხვდებიან სტუმრებს.


კეილი და ჯერემი კარლინგები რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ შვილის ყოლას. ბოლოს, ყველა იმედი რომ გადაეწურათ, გადაწყვიტეს, სუროგატი დედა აეყვანათ.

ცოლ-ქმარი ყურადღებას არ აკლებდა ორსულ სუროგატ დედას და ყველანაირად მხარში ედგა. მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანას მოევლინა, ქალმა აღარ დათმო შვილი — თავად დაიტოვა…

კეილისა და ჯერემის ოცნება კიდევ ერთხელ გაცრუვდა, კიდევ ერთხელ აუარა გვერდი მშობლად ყოფნის ბედნიერებამ…

თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. ერთ დღეს მათ კიდევ მეტი უბედურების შესახებ აცნობეს: სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი მკვდარი ეპოვათ.

და არც ეს იყო ყველაფერი. სწორედ იმავე დღეს ცოლ-ქმარს სოციალური სამსახურიდან დაურეკეს და ერთდროულად ორი პატარა დის, ერთი და ორი წლის გოგონების შვილად აყვანა შესთავაზეს. რამდენიმე საათის შემდეგ კარლინგებთან ისვ დარეკა ტელეფონმა. ამჯერად მათ 9 თვის ტყუპების მშობლობას სთავაზობდნენ…

ჰოდა, უშვილო, მარტოხელა ცოლ-ქმრის პატარა ოჯახი ხელის ერთი მოსმით დიდ და ბედნიერ ბუდედ იქცა  — კაილიმ და ჯერემიმ ოთხივე ბავშვი იშვილეს.

ქორწილამდე სუ რაღაც ერთი თვე რჩებოდა, როცა ჰანა პატერსონი ავტოავარიაში მოჰყვა და უმძიმესად დაშავდა. ახალგაზრდა ქალს სამ ადგილზე ჰქონდა მენჯის მოტეხილობა და ლამის ყველა ორგანო დაზიანებული.

ახალგაზრდა ქალს მკურნალობის ხანგრძლივი კურსი სჭირდებოდა, საქორწილო რეპეტიციებსა და ჯვრისწერაზე ამბიონამდე  სადღესასწაულო მსვლელობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო…

თუმცა ჯვრისწერა მაინც შედგა, ოღონდ ჰანა საკუთარ ქორწილში ინვალიდის სავარძლით მიიყვანეს. როდესაც საქმრომ საცოლე დაინახა, ადგილიდან მოწყდა, მასთან მიიჭრა, ხელში აიტაცა და ასე ციმციმ მიაბრძანა საკურთხევლამდე…

ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ჰანამ მალე დაიწყო გამოჯანმრთელება და ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა. ასეა, როცა გვერდით მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი გყავს, რომელიც შენი გულისთვის ყველაფრისთვის მზადაა.

რაინ  სმიტმა თავის შეყვარებულს, კლერს 148-ჯერ სთხოვ ცოლობა. ეს ხომ უკვე არი საოცრება, მაგრამ უფრო მეტი საოცრ ება ისაა, რომ გოგონამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

საქმე ისაა, რომ რაიანი მთელი ექვსი თვის განმავლობაში ელოდებოდა, როდის შეამჩნევდა კლერი წარწერებს იმ ფოტოების ფონზე, რომლებსაც მთელი ექვსი თვის განმავლობაში უღებდა. დიახ, კლერი ყველა ფოტოზე დაფიქსირებული იყო წარწერების ფონზე „გამომყევი ცოლად“, რომლებსაც ბიჭი ხან ტელევიზორზე აკრავდა, ხან კედელზე და კიდევ სად. ის კი არა, ერთხელ შუბლზეც მიიკრა, მაგრამ კლერი ვერაფერს ამჩნევდა.

ჰოდა, როცა რაიანს 147 „შეუმჩნეველი“ ფოტო დაუგროვდა, მან ისინი რომანტიკულ ვიდეორგოლად აქცია, შეყვარებულს აჩვენა და 148-ედ ცოლად გაყოლა უკვე ტრადიციული, ძველმოდური მეთოდით შესთავაზა:  მუხლი მოიყარა მის წინაშე და ხელი სთხოვა. და, რაღა თქმა უნდა, კლერიც დათანხმდა…


ყველა ახალი ამბავი
0