სადღესასწაულო ილუმინაცია თბილისის ქუჩებში

გამოწერა

სადღესასწაულო ილუმინაცია თბილისის ქუჩებში დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს საზეიმო განწყობას უქმნის. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეოში, თუ როგორ მოირთო ქალაქი საახალწლოდ.

თბილისის ქუჩები საახალწლო განათებებით ბრწყინავს. საქართველოს დედაქალაქის საახალწლო განათებების ფოტოები შევიდა CNN-ის ფოტონაკრებში "საახალწლო განათებები მსოფლიოში".

როგორც ილუმინაციის აღწერაში იყო აღნიშნული, "საახალწლო განათება თბილისს ზეციურ ქალაქად აქცევს".

წელს რუსთაველის გამზირი თბილისის სხვა მრავალი ქუჩის მსგავსად ახლებურად მორთეს. ტრადიციული ილუმინაციები არის მხოლოდ მანათობელი ანგელოზების ფიგურები და თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკების გარშემო ნაძვის ხის ფორმის მანათობელი კონსტრუქცია.

ყველა ახალი ამბავი
0