ქართველი ქალი, რომელიც ცხოვრებაში მერლინ მონროს თამაშობს...

© FB/Maria Blond Tsimintiaმარია ციმინტია
მარია ციმინტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მერლინ მონრო მარიამ ციმინტია სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება არა მხოლოდ ამერიკელ სექს-სიმბოლოსთან გარეგნული მსგავსებით, არამედ ვოკალური მონაცემებითაც მიიქცია.

როგორია მერლინ მონროს ქართველი ორეულის ყოველდღიური ცხოვრება   Sputnik-თან ინტერვიუში მარია (მაშა) ციმინტია საუბრობს.

— მერლინ მონრო ბავშვობიდან მომწონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მას გარეგნულად ასე ძალიან ვგავდი. ამერიკელ სექს-სიმბოლოსთან ჩემი ვიზუალური მსგავსება  ჯერ მეგობრებმა შეამჩნიეს, რამდენიმე წლის წინ თმა ძალიან ღია ქერად შევიღებე და  მოკლედ შევიჭერი. თანაც ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ივენთების ორგანიზებით ვიყაავი აქტიურად დაკავებული, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი. ვუყურე მის ფილმებს, გადმოვიღე მისი მანერები, მიმიკა. ერთ-ერთ ივენთზე ვიმღერე კიდეც happy birthday MR Presiden. აი,  ასე ნელ- ნელა შევქმენი  მერლინ მონროს სახე და ის  უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. მართალია გასული საუკუნის 50-იანი წლების სტილში არ მაცვია, მაგრამ მაკიაჟს და თმის ვარცხნილობას სულ მონროს სტილში ვიკეთებ.  თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მე მას ყველაფერში ვბაძავ. მე სხვა ადამიანი ვარ  და სულ სხვა ხასიათი მაქვს. ამასთან ერთად  მსახიობი ვარ და  მე უბრალოდ  ვთამაშობ მერლინს.  ის მე მიზნის მიღწევაში მეხმარება, რადგან მე  ვიპოვე ტიპაჟი, რომელიც ხალხს აინტერესებს.  

© FB/Maria Blond Tsimintia მარია ციმინტია: ამერიკელ სექს-სიმბოლოსთან ჩემი ვიზუალური მსგავსება მეგობრებმა შეამჩნიეს
  მარია ციმინტია: ამერიკელ სექს-სიმბოლოსთან ჩემი ვიზუალური მსგავსება მეგობრებმა შეამჩნიეს - Sputnik საქართველო
მარია ციმინტია: ამერიკელ სექს-სიმბოლოსთან ჩემი ვიზუალური მსგავსება მეგობრებმა შეამჩნიეს

- რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში? 

— მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ჩემთვის მთავარი თვითრეალიზებაა, მომწონს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, აქტიური ცხოვრების სტილი. სულ რაღაცას უნდა ვაკეთებდე  და ხშირად  ეს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ძალიან დამღლელია. მსახიობის პროფესია ბავშვობიდან მიზიდავდა. სკოლაში დავდიოდი სამსახიობო  წრეზე, როცა 15 წლის ვიყავი,  გრიბოედოვის თეატრის სცენაზე  ნიკოლაი გოგოლის პიესაში „ქორწინება“  მაჭანკლის როლი ვითამაშე. ამის შემდეგ  დაიწყო ჩემი მიწვევა სხვადასხვა თეატრებში. ამას მოყვა შემოთავაზებები რეკლამებში მონაწილეობაზე. ამჟამად მაქვს ჩემი ივენთ-სააგენტო და მყავს ჩემი შემოქმედებითი გუნდი… გარდა ამისა, ვარ თვითნასწავლი გრაფიკოს-დიზაინერიც და ბოლო 7 წელია ამ სფეროშიც ვარ დასაქმებული. მომავალში მინდა ორეულების შოუს გაკეთება. უკვე დავიწყე ამაზე მუშაობა და ვეძებ კიდეც ასეთ ადამიანებს. მიზნები ბევრი მაქვს. მინდა მქონდეს  ჩემი საყვარელი საქმე და თვითრეალიზების საშუალება. 

© FB/Maria Blond Tsimintia მარია ციმინტია: ვოცნებობ საკუთარი სახლზე პატარა ბაღით, მამაკაცზე , რომელსაც ვეყვარები, პატივს მცემს და დამაფასებს.
 მარია ციმინტია: ვოცნებობ საკუთარი სახლზე  პატარა ბაღით, მამაკაცზე , რომელსაც ვეყვარები, პატივს მცემს და დამაფასებს. - Sputnik საქართველო
მარია ციმინტია: ვოცნებობ საკუთარი სახლზე პატარა ბაღით, მამაკაცზე , რომელსაც ვეყვარები, პატივს მცემს და დამაფასებს.

- რაზე ოცნებობ? 

— ვოცნებობ საკუთარი სახლზე  პატარა ბაღით, მამაკაცზე, რომელსაც ვეყვარები, პატივს მცემს და დამაფასებს.  მინდა მქონდეს დიდი ოჯახი. ვიყავი გათხოვილი და პირველი ქორწინებიდან მყავს ერთი ქალიშვილი, 13 წლის ანა. არაჩვეულებრივი გოგო მყავს, ჩემი ანუშკი უნიჭიერესი გოგოა. ძალიან კარგად ცეკვავს, ხატავს და სამსახიობო ნიჭიც გააჩნია. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და პირველ რიგში იმიტომ კი არა, რომ უნიჭიერესია და ყველაფერი კარგად გამოსდის, არამედ იმიტომ რომ ძალიან კარგი პიროვნებაა და არაჩვეულებრივი ადამიანი მეზრდება!   

- როგორ ფიქრობ რაა მთავარი ქალისთვის გარეგნობა თუ შინაგანი სამყარო? 

— როგორც იტყვიან ყველაფერი ცოტ-ცოტა. თავიდან ყველა გარეგნობას აქცევს ყურადღებას, ხოლო საბოლოოდ ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროთი და ჭკუით ფასდება.  

© FB/Maria Blond Tsimintia მარია ციმინტია: ნელ- ნელა შევქმენი მერლინ მონროს სახე და ის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.
 მარია ციმინტია: ნელ- ნელა შევქმენი  მერლინ მონროს სახე და ის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. - Sputnik საქართველო
მარია ციმინტია: ნელ- ნელა შევქმენი მერლინ მონროს სახე და ის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.

- როგორი მამაკაცები მოგწონს? 

— ჭკვიანი, მხიარული და თავმდაბალი მამაკაცები მომწონს, ძუნწებსა  და ანგარებიან მამაკაცცებს ვერ ვიტან. ასევე არ მომწონს დაუნახავები, ხშირად კაცები არ აფასებენ ქალის  შრომას ოჯახში.

- ყველაზე კარგი საჩუქარი რაა შენთვის? 

— ყველაზე კარგი საჩუქარი არის თუნდაც ერთი ვარდი,  ოღონდ მთელი სულით და გულით მორთმეული,  თუმცა, ძვირფასეულობაზეც უარს ვერ ვიტყვი. 

© FB/Maria Blond Tsimintiaმარია ციმინტია: მერლინ მონრო ბავშვობიდან მომწონდა.
მარია ციმინტია: მერლინ მონრო ბავშვობიდან მომწონდა. - Sputnik საქართველო
მარია ციმინტია: მერლინ მონრო ბავშვობიდან მომწონდა.

- საყვარელ მამაკაცისთვის რა სიგიჟე  გაგიკეთებია? 

— საყვარელი მამაკაცის გამო  საზღვარგარეთ ძალიან მაღალანაზღაურებად სამსახურზე მითქვია უარი და ეს იყო მაშინ ძალიან დიდი სიგიჟე.

- ახალ წელს ვის მიულოცავდი და რას უსურვებდი? 

— ახალ წელს მივულოცავ ყველას — უცნობებსა თუ ნაცნობებს. ვისურვებ, რომ დამდეგი 2017 წელი მშვიდობიანი, წარმატებული, იღბლიანი და საინტერესო ყოფილიყოს. ეს წელი წითელი მამლის წელია, მამალი კი ცოტა ამბიციური და ბობოქარია. და ამიტომაც, მინდა რომ მომავალი წელი ყოფილიყოს ბობოქარიც, თავნებაც, ლამაზიც, პოზიტივებით აღსავსე და რაც მთავარია, სიყვარულით გაჯერებული.


ყველა ახალი ამბავი
0