ნიკოლოზ ცისკარიძე: ახალ წელს ყველას ჯანმრთელობასა და ბედ-იღბალს ვუსურვებ

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშინიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კოლუმნისტი ნიკოლოზ ცისკარიძე საქართველოს და მის ყველა მცხოვრებს ახალ წელს ულოცავს!

ყოველ ახალ წელს, თვრამეტი წლის განმავლობაში, რუსეთის მთავარი "მაკნატუნა" ვიყავი — ამ ბალეტს დიდ თეატრში ვცეკვავდი. არიან ადამიანები, რომლებიც ახალ წელს აბანოში დადიან, მე კი "მაკნატუნას" ვცეკვავდი. აი ასე ავღნიშნავდი ახალ წელს.

ახლა კი ბედნიერი ვარ, არაფერს არ ვაკეთებ. ახალი წლის ღამეს, როგორც ყველა, მშვენივრად ვუყურებ "ბედის ირონიას" და პრეზიდენტის მილოცვას მოვუსმენ. ადრე კი 12-ის მერე ძალიან მალე მეძინებოდა.

 და კიდევ, წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც "ნოვოგოდნი ოგონიოკის" გადაღებაში იღებენ მონაწილეობას. სადღესასწაულო განწყობა მათ სულ მთლად ეკარგებათ. დიდი ხანია "ნოვოგოდნი ოგონიოკში" მიღებენ. ყველაფერს, რაც ეკრანიდან ადვილი და სწრაფი ჩანს, ხშირად მოსაბეზრებლად ნელა და დიდხანს იღებენ. მერე კი, როდესაც ამ "ოგონიოკებს" უყურებ, სადაც დღესასწაულის შესანიშნავი ატმოსფეროა შექმნილი, შეუძლებელია დაიჯერო, როდესაც შენი შეგრძნებები გახსენდება: რა რთული იყო ეს მაშინ. სწორედ ამ ილუზიის შექმნაში მდგომარეობს ტელევიზიის მაგია. 

© АРХИВ НИКОЛАЯ ЦИСКАРИДЗЕრუსული ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე
რუსული  ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
რუსული ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე

თუმცა, ახალი წელი, 31 დეკემბერი, ჩემთვის სახელმწიფო დღესასაწაული როდია — ეს, პირველ რიგში, ჩემი დაბადების დღეა. ამიტომ სხვებისთვის ეს ახალი წელია, ჩემთვის კი აბსოლუტურად სხვა დღესასწაულია, რომელიც გარკვეული ასაკიდან  არც ისე ძალიან მიყვარს და ვცდილობ არ ავღნიშნო. თუმცა ეს ძნელია ისეთ ატმოსფეროში, სადაც მთელი სამყარო ზეიმობს. მე მგონია, არავის არ უყვარს თავისი დაბადების დღე. ყოველ შემთხვევაში, არ ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ეს დღე უყვართ, როდესაც 25 წელს გადააბიჯებენ,მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს უამრავ საჩუქარს მჩუქნიან. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ციფრების გახსენება არ გინდა.

ჩემს თბილისურ ბავშვობაში ახალ წელს ყველაფერი ძალიან საზეიმოდ მშვენიერი და კაშკაშა იყო. ყველგან გაშლილია უგემრიელესი სუფრები სხვადასხვა დელიკატესებით, რომლებიც მაშინ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. თბილისის ტელევიზიით გადიოდა ჰოლივუდის ფილმები, მულტფილმები „ბემბი" ან „ფიფქია და შვიდი ჯუჯა". ბავშვები მათ განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდნენ. 12 საათზე "ფუნიკულიორზე" ყოველთვის ფოიერვერკი იყო. აივნებიდან სროლა იწყებოდა. და, რადგან მე 31 დეკემბერს დავიბადე, ლამაზად მაცმევდნენ, ხელში ფულით და კანფეტებით სავსე ლანგარს მაძლევდნენ, და მე ჩემი მეზობლების მეკვლე ვიყავი — 12 საათის შემდეგ მათი კარის ზღურბლს პირველი მე გადავაბიჯებდი და მიმოვფანტავდი ამ ფულებსა და კანფეტებს — რათა წელი ბარაქიანი და ტკბილი ყოფილიყო. 

© АРХИВ НИКОЛАЯ ЦИСКАРИДЗЕრუსული ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე
რუსული ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
რუსული ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ცისკარიძე

რაც უფრო იზრდები, მით უფრო მალე მთავრდება წელი. ფიქრობ: თითქოს ახლახან შევხვდით — და ისევ ახალი წელი მოვიდა. თუმცა, საახალწლოდ წინასწარ არაფერს ვგეგმავ.

რადგან ჩემთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია, მე ხშირად მთხოვენ მივულოცო მკითხველებსა და მაყურებლებს ახალი წელი. ყოველთვის მინდა მივულოცო ორიგინალურად, მაგრამ არის რაღაც, რაც ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. არსებობს ძველი გადასარევი ანეკდოტი, რომ, როდესაც უსურვებ ჯანმრთელობას, იღბალიც უნდა უსურვო. იმიტომ, რომ, როგორც ცნობილია, "ტიტანიკზე" ყველა ჯანმრთელი იყო, იღბალმა კი უმტყუნა. ამიტომ ახალ წელს ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კარგ ბედ-იღბალს! და მაშინ ყველა თქვენი სურვილი ნამდვილად ასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0