AWARD-ები

© FB/Georgian Football Federationსფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოება
სფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 დეკემბერს სფფ-მ 2016 წელს ქართულ ფეხბურთში გამორჩეულები დააჯილდოვა. ნომინაციებშიც ღირსეულებმა გაიმარჯვეს. თორნიკე ოქრიაშვიალმა, ბუდუ ზივზივაძემ, ოთარ კიტეიშვილმა და სხვებმა შესაბამისი პრიზები მიიღეს.

სანდრო ცნობილაძე

ყველა ქვეყანაში წლის ბოლოს, ტრადიციულად, ყველა სფეროში საუკეთესოების გამოვლენას ცდილობენ. უმეტესობა შემთხვევებში ამ აღიარებას სიმბოლური ხასიათი აქვს და ტოპ-ვარსკვლავები მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. 

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში საფეხბურთო თემატიკაზე არსებულ ბეჭდურ მედია-საშუალებათა შორის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა, გერმანულმა „კიკერმა“ გერმანიის ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ტონი კროოსი გერმანიის წლის ადამიანად აღიარა. თავისი არჩევანი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიამ შემდეგნაირად განნმარტა — „ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. 

© FB/Georgian Football Federationლევან კობიაშვილი და საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშივილი.
ლევან კობიაშვილი და საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშივილი. - Sputnik საქართველო
ლევან კობიაშვილი და საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშივილი.

28 დეკემბერს სფფ-მ 2016 წელს ქართულ ფეხბურთში გამორჩეულები დააჯილდოვა.  ნომინაციებშიც ღირსეულებმა გაიმარჯვეს.  თორნიკე ოქრიაშვიალმა, ბუდუ ზივზივაძემ, ოთარ კიტეიშვილმა და სხვებმა შესაბამისი პრიზები მიიღეს. პირველი მათგანი საქართველოს წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მეორე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მესამე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. ცერემონიალს ვეტერანი სპორტსმენებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთ მათგანთან, გიორგი ქინქლაძესთან ერთად, საღამოს გარკვეული ნაწილი გავატარე. ასეთ დროს უნებლიედ ადამიანი შედარებებს აკეთებს. გამარჯვებულებს ვადარებდი ქინქლაძეს, შოთა არველაძეს. ძალინ დიდი სურვილი მქონდა რომ ნომინანტები და ტრიუმფატორები მათ დონეზე დამეყენებინა. სამწუხაროდ, მივედი დასკვნამდე, რომ ჯერ ადრეა. ბუნებრივია, არც იმის დრო მოსულა ჯერ, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან რომელიმე „ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ წლის ადამიანად იქნას დასახელებული.  

© © REUTERS/ STOYAN NENOVლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე

ლაშა ტალახაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ იქნა დასახელებული. ქართველ ძალოსანს, რომელმაც საუკეთესოთა თამასა ძალიან მაღლა ასწია, რეალური კონკურენტი, გაქტობრივად, არ ჰყოლია. ტალახაძე მხოლოდ 23 წლისაა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მისი კარიერა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, ხოლო სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელთათვის კი ლაშას მაგალითი თვალსაჩინოა იმისათვის, რომ მათ თავიანთი ისედაც მაღალი შედეგების გაუმჯობესებაზე იზრუნონ და გოლიათს კონკურენცია გაუწიონ.

ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ისტორიულ გამოვლენას საინფორმაციო სააგენტო AP-ი ახდენს.  მსოფლიო ელექტრონული მედიის ერთ-ერთმა ლიდერმა პირველად წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი და სპორტსმენი ქალი 1931 წელს გამოავლინა. სხვა მსგავსი მოვლენებისგან მას ის განასხვავებს, რომ აქცენტი ძირითადად ამერიკის კონტინენტზე კეთდება. 1931 წლიდან მოყოლებული მხოლოდ სამი შემთხვევა იყო ვაჟთა შორის, როდესაც წლის ათლეტად სხვა კონტინენტის წარმომადგენელი დაასახელეს, ხოლო ქალთა შორის კი ასეთ 13 პრეცენდენტს იპოვნით. თუ გამარჯვებულების ჩამონათვალს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მთელ რიგ შემთხვევებში იმარჯვებდნენ ფრიად უცნაური სპორტის სახეობის წარმომადგენლები.  TRACK AND FIELD-ი არის სპორტის სახეობა, რომელიც მძლეოსნობის სამ ელემენტს შეიცავს. შეჯიბრებები სირბილში, ხტომაში და სპორტული იარაღების, დისკოს, ბადროს, შუბის და უროს ტყორცნაში იმართება. სპორტის ამ სახეობის განვითარებაში უდიდესი წვლილი ისეთმა ლეგენდარულმა მძლეოსნებმა შეიტანეს, როგორებიც კარლ ლუისი, სერგეი ბუბკა, მერიონ ჯონსი არიან. საბოლოოდ TRACK AND FIELD-ი ისევე როგორც ნასკარი, რომლის წარმომადგენელიც ასევე არის გამარჯვებულთა სიაში, წმინდა ამერიკულ მოვლენად ჩამოყალიბდა. წლევანდელი გამოკითხვა მამაკაცთა შორის კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა ხოლო ქალთა შორის კი ტანმოვარჯიშემ სიმონა ბაილსმა მოიგეს.  

2016 წელი მთლიანად სპორტული სამყაროსთვის წარმატებული იყო. რიოს ოლიმპიურმა თამაშებმა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა და კიდევ სხვა სპორტულმა მოვლენებმა ახალი გმირები მოგვცა. მომავალ წელს მასშტაბური სპორტული მოვლენები არ ტარდება, მაგრამ სპორტული ისტორია მარტო ოლიმპიადებზე და ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე არ იწერება.    


ყველა ახალი ამბავი
0