საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოს მძებნელები ახალი სისტემის მეშვეობით შესაძლო დასაქმების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. „დაგეგმე მომავალი“ – ამ დასახელებით შეიქმნა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა – სპეციალური საჯარო ვებ–პორტალი დასაქმების სფეროში, განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.

შრომის ბაზრის ერთიანი საინფორმაციო სისტემა – www.labour.moh.gov.ge ერთი ფანჯრის პრინციპით შეიქმნა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც.

ახალი ვებ–პორტალი მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.

ამ სისტემის შექმნას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელს შეუდგა. პროექტის მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და სამუშაოს მძებნელთა დახმარება მომავლის სწორად დაგეგმვაში.

ყველა ახალი ამბავი
0