საქართველოში საახალწლო სუფრა ერთ-ერთი მთავარია, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან, რათა საახალწლო სუფრაზე განსხვავებული კერძებით მოიწონონ თავი.
„Sputnik–საქართველო“ წინასაახალწლო პერიოდში პროდუქტებზე ფასებს გაგაცნობთ, რის საფუძველზეც შეძლებთ წინასწარ განსაზღვროთ სავარაუდოდ, თუ რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა იმ ტრადიციული ქართული კერძების გათვალისწინებით, რომლებიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ატრიბუტია — საცივი, ხაჭაპური, ფხალეული, გოზინაყი…